Wednesday, September 23, 2015

მე-8 დღის რეფლექსია

მოვაწესრიგეთ პორთფოლიო,ავტვირთეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Tuesday, September 15, 2015

მე-6 დღის რეფლექსია

გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას ინტელის ბიბლიოთეკის გამოყენებით.
დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

Friday, September 11, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

1. რა შემთხვევაში მივმართავთ წერილობით კომუნიკაციას?
2. კიდევ რა სახით ვაგზავნით წერილს?
3.რომელი უფრო მისაღებია ოფიციალურ მიმართებაში?
4.სუბიექტური დამოკიდებულების გადმოსაცემათ თქვენ რომელს აირჩევდით?
5.რა  განმარტებით მოიხსენიებს  სიტყვა წერილს რუსთაველი თავის პოემაში?
6.თუ მოიძიეთ ვიკიპედიიდან ა.პუშკინის გზავნილი დეკაბორისტებისადმი როგორ არის დასათაურებული?(-პოსლანიე....)
7.რამდენი კომპონენტისგან შედგება წერილი,თუ გაიხსენებდით?
           მე შემოვინახე თქვენს მიერ ჩემთვის მოწერილი წერილები,როდესაც თქვენ პატარები იყავით,მინდა დღეს თვითონ შეაფასოთ ისინი, როგორც სტილისტური, ისე კომპოზიციური თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც ჯგუფებში ან წყვილებში წავიმუშავებთ
გამოჩენილ ადამიანთა ეპისტოლარულ მემკვიდრეობაზე შემდეგი დავალებით:
ა)ამოვიცნოთ ძირიდადი ინმორმაცია სათანადოდ განხორციელებული ლექსიკური მუშაობის შემდეგ;დავასახელოთ ჯერ თემა,შემდეგ ტექსტის ტიპი. პირველივე წინადადების წაკითხვისას.
ბ)გამოვყოთ წერილის კომპონენტები;რას გამოხატავენ ისინი?
ვ)გავაკეთოთ არგუმენტირებული კომენტარები პრეზენტაციის სახით და შევადაროთ თქვენს მიერ ადრე დაწერილს;
გ)როგორ სახეს მისცემდით მათ დღეს? თუ გსურთ,შეგიძლიათ იმუშავოთ წყვილებში, ოღონდ ჯერ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ურთიერთშეფასების რუბრიკა.
      ზოგადი კითხვები:
       რისთვის გვჭირდება კომუნიკაცია?
     თემატური კითხვები:
რა სახის კომუნიკაციას ვიყენებთ?
რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
     შინაარსობრივი კითხვები:
       რამდენი კომპონენტისგან შედგება წერილი?
      რუსულ ენაში რომელ მზა ფრაზეოლოგიას(კლიშეებს)ვიყენებთ წერილის დასაწერად?

Thursday, September 10, 2015

მესამე დღის რეფლექსია:

     
ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ პროექტის მიზნებსა და, შესაბამისად, მისაღწევ შედეგებზე. რომელიც განვათავსეთ ბლოგზე  .გავეცანით ჯგუფის წევრების ბლოგებს და დავაკომენტარეთ.ერთმანეთის რჩევები გათვალისწინებულ იქნა მუშაობის პროცესში
      მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ლალის დახმარებისათვის,რომელსაც ძალიან ხშირად აღმომიჩენს ხოლმე.

Wednesday, September 9, 2015

პროექტის მიზნები


მოსწავლეები გაიხსენებენ: კომუნიკაციის სახეებს,
გაამახვილებენ ყურადღებას   წერილობით კომუნიკაციაზე,
გაცნობითი კითხვის საშუალებით ამოიცნობენ ზედაპირულად მოცემულ ინფორმაციას,
ისწავლიან წერილის კომპონენტების გამოყოფას,კოორდინატების დადგენას,კლიშეების(მისალმება, გამომშვიდობება)დადგენას და გამოყენებას.
ინფორმაციის გამჭვირვალობის მიზნით მუშაობის საწყის ეტაპზე განმარტავენ,გაააქტიურებენ უცხო სიტყვებს,სინონიმების საშუალებით მოუძებნიან შესატყვისებს სიტყვა "წერილს "კლასიკურ ლიტერატურაზე დაყრდნობით(მაგალითად: ა.პუშკინის"გზავნილი ციმბირს",ზაპოროჟიელების პასუხი ხანს",წიგნი რუსთაველისა ნესტანისადმი დაპირიქით და ასე შემდეგ,
სესძლებენ წერილის ტექსტის შედგენას კონკრეტული ადრესატისადმი(მეგობარს, მეზობელს, მასწავლებელს და ა,შ) წერითი  კულტურის უნარების გამომუშავების და რუსული ენის პრაქტიკულად გამოყენების მიზნით.

Monday, September 7, 2015

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

უცხ.ს.VIII.1.    
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეებს, თემას, საკითხებს);
·    განკუთვნილი);
·
·           ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობების გასარკვევად;
·      
·     
·           მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები.



 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად (ქვეთემებად);
·           ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას ·          
განარჩევს მთავარ საკითხს არამთავარისაგან, გამოყოფს მთავარ საკითხთან დაკავშირე 
უცხ.ს.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს საქმიანი წერილი უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით (მაგ., წერს წერილს ახალგაზრდული ჟურნალის რედაქციას, რომელმაც არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა; წერს ტურისტულ ბიუროს, რომლის მომსახურება არ შეესაბამებოდა რეკლამას და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            იცავს ფორმალურ მხარეს (სათანადო ადგილას მიუთითებს ავტორისა და ადრესატის პირად მონაცემებს, კოორდინატებს, თარიღს, მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს);ბულ კონკრეტულ დეტალებს
;უცხ.ს.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს თემას;
·           შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას;
·           გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს; 
უცხ.ს.VIII.17. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურული თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            იყენებს მედიასაშუალებებს (ტელევიზია, ინტერნეტ, მობილურ, და სხვა) სხვა კულტურის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასამდიდრებლად;
უცხ.ს.viii.19რუსული ენის  პრაქტიკული გამოყენება
·           იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
·           იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
·           ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებ, მყარ შესიტყვებებ, კლიშეებ, ენობრივ კონსტრუქციებ);





ჩემი პროექტის იდეა

                                                               
    წერილი თუ ელფოსთა?
    ურთიერთობების დამყარება და გაფართოვება შეუძლებელია ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის გარეშე. ამ თემის შესწავლის საშუალებით
მოსწავლეები განავითარებენ ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურას, დამატებით ინფორმაციას მოიძიებენ  სახელმძღვანელოდან და ვიკიპედიიდან კლასიკოსთა ეპისტოლარულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ისწავლიან გზავნილის კომპონენტების დაცვას,რათა შესძლონ მიმოწერა ახლობლებთან ან მეგობრებთან, შემდეგ თავიანთ ნააზრევს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
 

Sunday, September 6, 2015

ინტელის ტრენინგი დაიწყო...

     ველი საინტერესო და შინაარსიან ინფორმაციას  ქალბატონ ლალისგან,როგორც ყოველთვის.
     21-ე საუკუნე ახალ აზროვნებას მოითხოვს,და ,ჩვენც, მასწავლებლებმა,მას ფეხი უნდა ავუწყოთ.
      ინტელი უფრო შემოქმედებითს გახდის პედაგოგიურ საქმიანობას,უდავოა.