1. რა შემთხვევაში მივმართავთ წერილობით კომუნიკაციას?
2. კიდევ რა სახით ვაგზავნით წერილს?
3.რომელი უფრო მისაღებია ოფიციალურ მიმართებაში?
4.სუბიექტური დამოკიდებულების გადმოსაცემათ თქვენ რომელს აირჩევდით?
5.რა განმარტებით მოიხსენიებს სიტყვა წერილს რუსთაველი თავის პოემაში?
6.თუ მოიძიეთ ვიკიპედიიდან ა.პუშკინის გზავნილი დეკაბორისტებისადმი როგორ არის დასათაურებული?(-პოსლანიე....)
7.რამდენი კომპონენტისგან შედგება წერილი,თუ გაიხსენებდით?
მე შემოვინახე თქვენს მიერ ჩემთვის მოწერილი წერილები,როდესაც თქვენ პატარები იყავით,მინდა დღეს თვითონ შეაფასოთ ისინი, როგორც სტილისტური, ისე კომპოზიციური თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც ჯგუფებში ან წყვილებში წავიმუშავებთ
გამოჩენილ ადამიანთა ეპისტოლარულ მემკვიდრეობაზე შემდეგი დავალებით:
ა)ამოვიცნოთ ძირიდადი ინმორმაცია სათანადოდ განხორციელებული ლექსიკური მუშაობის შემდეგ;დავასახელოთ ჯერ თემა,შემდეგ ტექსტის ტიპი. პირველივე წინადადების წაკითხვისას.
ბ)გამოვყოთ წერილის კომპონენტები;რას გამოხატავენ ისინი?
ვ)გავაკეთოთ არგუმენტირებული კომენტარები პრეზენტაციის სახით და შევადაროთ თქვენს მიერ ადრე დაწერილს;
გ)როგორ სახეს მისცემდით მათ დღეს? თუ გსურთ,შეგიძლიათ იმუშავოთ წყვილებში, ოღონდ ჯერ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ურთიერთშეფასების რუბრიკა.
ზოგადი კითხვები:
რისთვის გვჭირდება კომუნიკაცია?
თემატური კითხვები:
რა სახის კომუნიკაციას ვიყენებთ?
რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
შინაარსობრივი კითხვები:
რამდენი კომპონენტისგან შედგება წერილი?
რუსულ ენაში რომელ მზა ფრაზეოლოგიას(კლიშეებს)ვიყენებთ წერილის დასაწერად?
No comments:
Post a Comment